ტ ე ს ტ ი
მე-3 კლასი
1.
ამოცანა:
დამალობანას თამაშობს 19 ბავშვი, მათ შორის ერთ-ერთი
წამყვანია. მან
დამალულთაგან 16 ბავშვი იპოვა. რამდენი ბავშვი დარჩა წამყვანს საპოვნელი?
ამოხსნა:
___________________________________________________
პასუხი;
2. ამოცანა
წელს ნაკიანი წელიწადია, რაც იმას ნიშნავს
რომ, თებერვლის
თვეში 29 დღეა. დღეს 16 მარტია, ბაბუაჩემის იხვის
ჭუკები 21 დღისანი არიან.
რომელ დღეს გამოიჩეკნენ ისინი კვერცხიდან?
ამოხსნა:
______________________________________________________________
პასუხი:
3. ამოცანა:
მსხალი 2-ჯერ ძვირია ვაშლზე. რომელი
უფრო ძვირია, 8 ვაშლი თუ 4 მსხალი?
პასუხი:
4. ამოცანა:
ორმა მოჭადრაკემ 7 საათი
ითამაშეს ერთმანეთში. რამდენი
საათი ითამაშა თითოეულმა მოჭადრაკემ?
პასუხი:
5. რამდენი
ცხრიანი გვხვდება 1-დან 100-ის ჩათვლით რიცხვებში?
_________________________________________________________
6. ამოცანა:
დედა გარეცხილ თეთრეულს თოკზე კიდებს. მას
სურს რაც შეიძლება ცოტა რაოდენობის სამაგრის გამოყენება. სამი
პირსახოცისთვის მან ოთხი სამაგრი გამოიყენა. რამდენი სამაგრი დასჭირდება მას 9 პირსახოცისთვის?
ამოხსნა:
__________________________________________________________________________
პასუხი:
7. ამოცანა:
ფერმაში არის 4 ძროხა, 7 იხვი, 3 ბატი და რამდენიმე
ცხვარი. ფერმერმა
დათვალა თავისი ცხოველებისა და ფრინველების ფეხების რაოდენობა და მიიღო 56. რამდენი
ცხვარი ყოფილა ამ ფერმაში?
ამოხსნა:
_________________________________________________________________________
_________________________________________________________________________
პასუხი:
