пятница, 23 ноября 2018 г.

მოსწავლეთათვის. გიორგობა


                                                    




                                      გ ი ო რ გ ო ბ ა
         მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს  და  6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევამოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და  იგი  საქართველოში  განსაკუთრებით უყვართ.
  წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა. 
   ქრისტიანებზე  დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის  ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის- ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303წელს, 30წლის ასაკში მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
      წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.   ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს-წმიდანის აღსრულების დღეს  და 23 ნოემბერს- მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს.
  წმიდა  დიდმოწამე გიორგის მეოხებით  ღმერთმა გააძლიეროს სრულიად საქართველო!